წლის დასაწყისში სამხრეთ კავკასიაში საკვანძო მოვლენა ლაჩინის კრიზისია. ერთადერთი გზა, რომელიც სომხეთს და არაღიარებულ მთიან ყარაბაღს ერთმანეთთან აკავშირებს, აზერბაიჯანის მხრიდან ფაქტიურად ჩაკეტილია. სიტუაციას ამძაფრებს ინფრასტრუქტურული პრობლემები (გაზის, ელექტროენერგიის, ინტერნეტის მიწოდება). ბაქო ოფიციალურად უარყოფს ბლოკადის ფაქტს, მაშინ როდესაც სომხეთი სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე პრობლემის წინ წამოწევას (მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოში) ცდილობს და სარჩელებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგზავნის.
42° პარალელი