„ლა ტრუფეში“ მომხდარი დაპირისპირების საქმე

კლუბ „ლა ტრუფეში“ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, ბექა მაზიაშვილის და ნიკა მელიას საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დაცვის მხარემ ყურადღება საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე გაამახვილა.

საუბარია, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებზე, რომლებიც ადვოკატის თქმით, ინციდენტს ასახავს, თუმცა ნიკა მელიას დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება.

შეგახსენებთ, თამარაშვილის ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და კლუბში მყოფ რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება 2013 წლის 11 მაისს მოხდა.

ნიკა მელიას ბრალი ხულიგნობის მუხლით აქვს წაყენებული.