კვლევის პრეზენტაცია

„ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა“ – ამ სახელწოდების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სახალხო დამცველის დაკვეთით ევროპის საბჭოს ოფისმა მოამზადა.

დოკუმენტში გაანალიზებულია ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი ჩარჩოსა და პრაქტიკის შესაბამისობა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან. კვლევაში მიმოხილულია ჟურნალისტთა მიმართ ძალადობისა და დევნის შემთხვევები, ასევე მედია სფეროს წარმომადგენლების უსაფრთხოება დემონსტრაციების დროს და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტები.

ღონისძიება ევროპის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ და სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გახსნეს. დისკუსიას ასევე ესწრებოდნენ ესტონეთისა და საფრანგეთის ელჩები, არასამთავრობო სექტორისა და მედია სფეროს წარმომადგენლები.