ე. წ. ტროლებისა და ბოტების მოქმედების თავისებურებებსა და მათ როლზე საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებაზე კვლევა ჩატარდა.
კვლევა „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე ჩაატარა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი გაბოძის განცხადებით, კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ „ტროლებსა“ და „ბოტებს“ ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მისივე თქმით, გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ მექანიზმს ძირითადად პარტიები „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავენ. კვლევის მიხედვით, კონკრეტული გვერდები და პერსონალური ანგარიშები სიძულვილის ენით ინფორმაციის გავრცელებაში გამოირჩევიან. გიორგი განოძის თქმით, აღნიშნულო პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების ჩართულობა.