რაჭაში დაცული ტერიტორიების განვითარების შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კვლევა რაჭის ეროვნული პარკის გაფართოებისა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით. შეხვედრების გამართვა ონის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც იგეგმება.