ფრიდრიხ ებერტის ფონდმა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ერთობლივი კვლევის პრეზენტაცია გამართეს. ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება ადგილობრივ დონეზე: იმერეთი და თბილისი – ასე ჰქვია კვლევას, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების შესწავლა მოხდა.
პროექტის მიზანია, დაადგინოს, არის თუ არა ახალგაზრდული პოლიტიკა ინკლუზიური და გულისხმობს თუ არა მხარეთა ჩართულობას. კვლევის ავტორების თქმით, რამდენიმე პრობლემა და აქტუალური საკითხი გამოიკვეთა, რომელთა მოგვარების გზებზეც მუშაობა დაიწყება.