ჯანდაცვის სამინისტრო, პარტნიორ უწყებებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს. პირველი ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ გახსნა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პრევენცია. ასევე – საზოგადოებისთვის ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების გაცნობა.