კვალიფიციური კადრების დეფიციტი კერძო სექტორში  

კვალიფიციური კადრების დეფიციტი კერძო სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

ყველაზე მეტად პრობლემა სამშენებლო და სამრეწველო სფეროებში იგრძნობა. პროფესიულ სასწავლებლებში მიმართვიანობის ზრდის და გადამზადების პროგრამების ამოქმედების მიუხედავად, ცალკეულ სფეროებში ვაკანტური ადგილები ხშირად შეუვსებელი რჩება. ბიზნესი სახელმწიფოს შრომის ბაზრის კვლევის გაფართოებას და ცალკეული დარგების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების დაინტერესებაში დახმარებას სთხოვს.