„ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის“ დახურვის ცერემონია გაიმართა სასტუმრო „სტამბაში“. ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დაესწრო და კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა.
პროგრამას, ამერიკის საელჩოს ფინანსური დახმარებით, „რონდელის ფონდი“ ახორციელებდა. „ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამა, ძირითადად სამ მიმართულებას – საერთაშორისო ურთიერთობებს, უსაფრთხოებასა და ეკონომიკას მოიცავს. პროგრამაში მონაწილეობას საჯარო მოხელეებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებიც იღებდნენ. კურსი ერთწლიანია და სწავლის პროცესში ქართველ ლექტორებთან ერთად, ამერიკელებიც არიან ჩართულები.