ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოქმედების გამო განგაშის უმაღლესი – მეოთხე დონე გამოცხადდა. ხელისუფლებამ ევაკუაციის ზონა 10 კილომეტრამდე გაზარდა. სტიქიის ზონიდან 40 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
100 ათასი ევაკუაციის მოლოდინშია. ვულკანის გააქტიურების გამო მუშაობა შეაჩერეს აეროპორტებმა.