კუნძულ ბალიზე განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა

18:28, 27.11.2017

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე  ვულკანის ამოქმედების გამო განგაშის უმაღლესი – მეოთხე დონე გამოცხადდა. ხელისუფლებამ ევაკუაციის ზონა 10 კილომეტრამდე გაზარდა. სტიქიის ზონიდან 40 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

100 ათასი ევაკუაციის მოლოდინშია. ვულკანის გააქტიურების გამო მუშაობა შეაჩერეს აეროპორტებმა.

მსგავსი