კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პერფორმანსი

პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიშის მომსმენისას, სხდომათა დარბაზში პერფორმანსი მოეწყო, რის გამოც, სხდომა შეწყდა და მცირე შესვენება გამოცხადდა. პერფორმანსი კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მოაწყვეს. მათ „არა ცენზურას“, „დამოუკიდებლობა კინოცენტრს“ და სხვა წარწერიანი მაისურებით კულტურის მინისტრის საქმიანობა და კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს. სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შეჩერება და დირექტორის არჩევის წესის ცვლილებაა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რომელიც კომიტეტის სხდომას უძღვებოდა, პერფორმანსი ერთ-ერთი მათი კოლეგის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდა.