კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება

კულტურის სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას „სტეინვეი ენდ სანს“-ის წარმოების ცხრა როიალი გადასცა. აქედან ხუთი ერთეული სამუშაო, ორი ნახევრად საკონცერტო, ორი კი კამერული ანსამბლისთვისაა.

სამინისტროს მიერ მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელთან რამდენიმეწლიანი შესყიდვა გაფორმდა, კონსერვატორიას, ჯამში 78 როიალი უნდა გადაეცეს. 17 როიალი წლის ბოლომდე, ხოლო 2023-2025 წლებში 61 როიალი.