აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია გრძელდება.
შენობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია რეგიონში და მას 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის იტალიელმა არქიტექტორებმა ააგეს. სამუშაოების დასრულება 2024 წლის ზაფხულში იგეგმება. რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად სრულად შენარჩუნდება და აღდგება შენობის ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული თუ მხატვრული ელემენტი.