გურჯაანში ყველაზე მასშტაბური კულინარიული აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. ამიერკავკასიის რეგიონში მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. სასწავლებელი გასტრონომიის მოყვარულებს საუკეთესო შესაძლებლობას მისცემს, დაეუფლონ კულინარიას და დასაქმდნენ წამყვან სარესტორნო ქსელებში. ინიციატივა განათლების სამინისტროს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბასკეთის კულინარიის სკოლას ეკუთვნის. აკადემიას საერთაშორისო სტატუსი ექნება და 200 სტუდენტზე იქნება გათვლილი.