კუკავა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს
კახა კუკავა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოლქებში კანდიდატებად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები წარადგინა.
კუკავა მოითხოვს, ოპოზიციამ კანდიდატები მოხსნას, რადგან ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამთავრობო კანდიდატების გამარჯვებას ხელს უწყობს. ამ განცხადებას ბრალდების ადრესატები არ გამოხმაურებიან.