ახალი გარემოებები ხდება ცნობილი ბადრი პატარკაციშვილის საქმის იმ ეპიზოდზე, რომელშიც ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსი ფიგურირებს.
პროკურატურის მოწმემ სასამართლოს კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. მოწმემ დაადასტურა, რომ 2006 წელს ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ურეკის პოლიციის მაშინდელ უფროსს, ჯემალ შამათავას პროვოკაცია მოუწყეს. დასჯის მიზანი კი, გამოძიების ცნობით, ის გარემოება გახდა, რომ ბიზნესმენ პატარკაციშვილის სახლთან დაგეგმილი გამაფრთხილებელი თავდასხმის შესახებ შამათავამ ბიზნესმენის დაცვას საიდუმლოდ აცნობა.