კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი ბრალს აღიარებს.

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე ბრალდებულები დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ, ლევან ქარდავა კი ბრალს არ ეთანხმება. მათ გამოძიება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას განზრახ უკანონოდ დაკავებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.