კრიზისი სირიის ანკლავებში

სირიის ომის დაწყებიდან 7 წლის თავზე ასადის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 80%-ზე კონტროლს იბრუნებს. თუმცა ამბოხებულები რამდენიმე რეგიონში წინააღმდეგობას  მაინც არ წყვეტენ. ფრონტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ქალაქ აფრინზე გადის. ომისგან ყველაზე დიდ ზარალს კი მშვიდობიანი მოსახლოება იღებს.

სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება 2011 წელს დაიწყო. საბრძოლო ქმედებების პარალელურად მთელი ამ დროის განმავლობაში არაერთი მხარის ინტერესი გამოიკვეთა, რაც ომის მიმდინარეობაზეც აისახა. სირიის ტერიტორიაზე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წარმატებულმა ბრძოლამ ჩრდილოეთში ქურთების პოზიციები გააძლიერა, მაგრამ ეს ფაქტორი მშვიდობის გარანტია მაინც ვერ გახდა.