საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი სტუმრობს. პირველი შეხვედრა ლაგარდმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გამართა, სადაც ინკლუზიური ზრდის თემაზე ისაუბრა, შეაფასა ქვეყნის საფინანსო სექტორში განხორციელებული რეფორმები და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები. ამის შემდეგ ლაგარდმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.