ჯერ კიდევ 2016 წელს რუსეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტას ქვეყნის ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აფასებდა. იმდენად, რომ კანონპროექტიც კი შეიმუშავეს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, ამ ტექნოლოგიებით სარგებლობაში შემჩნეულ ნებისმიერ პირს, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.
ყველაფერი 2017 წლის 3 ივნისს შეიცვალა – რუსეთის ხელისუფლება ციფრული ვალუტით დაინტერესდა.