42°პარალელი - ცენტრალური ბანკები ციფრული ვალუტის ეპოქაში

მსოფლიოს ცენტრალური ბანკების 80%-ზე მეტი უკვე აქტიურად ფიქრობს ციფრული ვალუტის საკუთარი ვერსიის დანერგვაზე. მათგან ჩინეთი გახდა პირველი დიდი ეკონომიკა, რომლის ცენტრალურმა ბანკმაც უკვე სატესტო რეჟიმში დაიწყო ციფრული იუანის გამოყენება.

ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტით დაინტერესება 2019 წლიდან იწყება, მას შემდეგ, რაც „ფეისბუკმა” დააანონსა საკუთარი ციფრული ვალუტა – „ლიბრა“.

ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში, როდესაც კერძო კომპანიები და ცენტრალური ბანკები ერთმანეთის კონკურენტები შეიძლება გახდნენ.

42° პარალელი