გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 2 მილიონ 400 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 5 700-ზე მეტი ადამიანი. „ბლუმბერგის“ მონაცემებით, გლობალური მასშტაბით გაკეთებულია თითქმის 10 მილიარდი დოზა ვაქცინა. „ომიკრონის“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, ეპიდსიტუაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გართულდა. მათ შორისაა აშშ და ინდოეთი. კორონავირუსის დღიური შემთხვევები მზარდია ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშიც. მათ შორის საფრანგეთში, შვედეთსა და შვეიცარიაში. თუმცა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დემონსტრანტებმა ახალი მკაცრი შეზღუდვები გააპროტესტეს, რომლებიც „ომიკრონის“ შტამის ფართო გავრცელებისა და ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლის შესამცირებლად დაწესდა. საპროტესტო გამოსვლები გაიმართა იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში.