700 ათასზე მეტი ინფიცირებული და 11 ათას 300-მდე გარდაცვლილი პაციენტი – ასეთია კორონავირუსის ერთწლიანი სტატისტიკა საქართველოში.
ქვეყანას 2021 წლის განმავლობაში ვირუსის სამ შტამთან და რამდენიმე მძიმე ტალღასთან გამკლავება მოუწია. სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვის გამო, საჭირო გახდა საველე ჰოსპიტლების გახსნაც. წლის მთავარი მოვლენა კი ვაქცინაცია იყო. 15 მარტს საქართველომ სამედიცინო მედ-პერსონალის იმუნიზაცია დაიწყო და ეტაპობრივად ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა ვერ შესრულდა იმუნიზაციის ეროვნული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ამ დროისთვის ქვეყანას მოზრდილი მოსახლეობის 60 % უნდა ჰყავდეს აცრილი. დღეს სრულად ანუ ორი დოზით მოსახლეობის მხოლოდ 40 %-ია ვაქცინირებული. მძიმე წლის მიწურულს, მსოფლიოში კიდევ ერთი საფრთხე გამოჩნდა, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
რას ელოდებიან 2022 წელს სპეციალისტები და როგორ აფასებენ სახელმწიფოს მხრიდან კოვიდის მართვას, – დეტალები ნახეთ მარიამ სეთურიძის სიუჟეტში.