„დელტა“ შტამის აქტიური ცირკულირებს ფონზე, ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს ბავშვებში. პირველი არხის ოპერატორმა რამდენიმე წუთის წინ ექსკლუზიურად გადაიღო კადრები ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის 23 მცირეწლოვანია. სულ კი ამ კლინიკაში 88 ბავშვი და 60 მშობელი მკურნალობს. სტატისტიკის მიხედვით, ახალი შემთხვევებიდან ყოველი მე-9 ბავშვია.
როგორ მიმდინარეობს ვირუსი მოზარდებში, რას აცხადებენ სპეციალისტები – რეანიმაციულ განყოფილებაში გადაღებულ მასალას 9 საათზე ნახავთ.