გართულებული ეპიდ-ვითარება.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 20 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. გამოვლინდა ინფიცირების 1000-ზე მეტი ახალი შემთხვევა. ექიმები ამ წუთებში სამი ჩვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. ორ თვემდე ასაკის სამი პაციენტი დადასტურებული კორონავირუსით ციციშვილის სახელობის კლინიკაში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
არის თუ არა პატარებში დაავადების მძიმე მიმდინარეობა ე.წ. დელტა, იგივე ინდური შტამის ბრალი – ამის დასადგენად ტარდება დეტალური კვლევა. ციციშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელს თამარ ნადარეიშვილი ესაუბრა.