დღეიდან კოვიდ-ბარათების უფასოდ გაიცემა დაიწყო იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით უკლებლივ ყველა ფილიალშია შესაძლებელი. მასზე, პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო პსრ-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. მისი მიღება პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი. ამ დრომდე კოვიდ-ბარათი მხოლოდ ვაქცინაციის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემოდა და ფასინი იყო. კოვიდ-ბარათი აქტიურად იქნება გამოყენებული უცხოეთში. სახელმწიფო უკვე მუშაობს ევროკავშირთან, რომ ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ბაზაში უახლოეს პერიოდში აისახოს, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს მოგზაურობას, როგორც ბიზნესის, ისე ტურისტული კუთხით.