ევროკავშირის გადაწყვეტილება

საქართველო ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატების ციფრულ სისტემას დღეიდან უერთდება. ევროკომისიის გადაწყვეტილება უკვე ძალაში შევიდა. ევროკავშირმა საქართველოს ციფრული კოვიდ-პასპორტი აღიარა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილებით, ევროკავშირის მიერ გაცემული ციფრული კოვიდ-პასპორტი საქართველოს, მოლდოვის, სერბეთისა და ახალი ზელანდიის მიერ გაცემულ კოვიდ-პასპორტებს უთანაბრდება. ამგვარად, აღნიშნული ოთხი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდებიან ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატების ციფრულ სისტემას. ანალოგიურად, აღნიშნული ოთხი ქვეყანა მიიღებს ევროკავშირიდან მათთან ჩასული მოგზაურების კოვიდ-სერტიფიკატებს.