„კოვიდ-19“ - ვითარება მსოფლიოში

ბოლო ერთი კვირაა ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იმატებს. გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში ვირუსის 23 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 401 ადამიანი დაიღუპა. დიდ ბრიტანეთში კი, 96 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ვაქცინა უკვე  26-მა მილიონმა ადამიანმა გაიკეთა. მკვეთრად მოიმატა საავადმყოფოში მიმართვიანობის მაჩვენებელმა საფრანგეთში, სადაც ისევ კარანტინი გამოცხადდა, ამჯერად წერტილოვანი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის მესამედს ეხება. დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს კომპანია „ბიოენტექის“ დამფუძნებელი, რომელიც ამბობს, რომ დიდი ალბათობით ზაფხულის შემდეგ ევროპას კარანტინი აღარ დასჭირდება. „ბიოენტექი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა.

მოამბე