კოვიდ-პანდემიის მეშვიდე ტალღის საფრთხე.
თუ ივნისში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 80-დან 100-ის ფარგლებში მერყეობდა, ახლა ეს მაჩვენებელი თითქმის ათჯერ არის გაზრდილი. მარტო ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 800-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლოს ასეთი მონაცემები მარტში გვქონდა. ამ მომენტისთვის კლინიკებში 350 პაციენტი მკურნალობს და ეს მაშინ, როცა 10 დღის წინ ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 130-ს შეადგენდა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი დახურულ სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულების აღდგენის მომხრეა.