„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გადანაწილება რეგიონებში

იმუნიზაციის პროცესისთვის მზადყოფნაშია რეგიონები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის განყოფილებამ, დასავლეთ საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინის 14 080 დოზა უკვე მიიღო. ვაქცინის გადაცემა მიმდინარეობს კახეთის მუნიციპალიტეტშიც. „ასტრაზენეკას“ 1 900  დოზა დღეს საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტისა და თელავის საზოგადოებრივმა ცენტრებმა მიიღეს. ყვარელში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში კი, ვაქცინას ხვალ მიიღებენ. იმუნიზაციის პროცესისთვის მზადაა აჭარაც. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში იმუშავებს ცხრა ამცრელი პუნქტი, რომლებიც შესაბამისი ტექნიკითა და სამაცივრე დანადგარებით არის აღჭურვილი. 1400 დოზა მიიღო რუსთავმა, რომლითაც ამ ეტაპზე მედპერსონალი აიცრება.

მოამბე