ისევ რთულია ეპიდსიტუაცია მსოფლიო მასშტაბით. „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის, მოგზაურთათვის შეზღუდვებს აწესებს გაერთიანებული სამეფო, რომელიც 12 წლის ზემოთ ასაკის პირებს ნეგატიური ტესტის წარმოდგენას ავალდებულებს, რომლის ხანდაზმულობაც 48 საათს არ აღემატება. ახალი რეგულაციების შესახებ ირლანდიამ, ბელგიამ და შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნეს ზომები. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 265 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს 5.25 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მეტი, 50 მილიონამდე ადამიანი შტატებში დაინფიცირდა, მეორე ადგილზე კი ინდოეთია, 34 მილიონზე მეტი შემთხვევით, მათ ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი მოჰყვებიან. საერთო ჯამში კი, ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75 მილიონს აღემატება.