„მულტისისტემური ანთების სინდრომი“ – ასე უწოდებენ „კოვიდ-19“-სგან გამოწვეულ გართულებებს ბავშვებში. ახალი სინდრომის შესახებ მსოფლიოში პირველი ცნობები გასული წლის მარტში გამოჩნდა, საქართველოში კი პირველი შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში გამოვლინდა. მაღალი სიცხე, გამონაყარი, თვალების და ენის სიწითლე, დიარეა და შეშუპება, – ამ და მსგავსი სიმპტომებით, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოსა და ნიუ ჰოსპიტალში 60-მდე პაციენტი მიიღეს, მოზარდებს სინდრომი კორონავირუსის გადატანიდან 4 კვირამდე პერიოდში გამოუვლინდათ.