მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 154 მილიონ 775 ათასს აღწევს. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი და ბრაზილია ლიდერობენ. შედარებით გაუმჯობესებულია ვითარება ევროპაში. გერმანია სრულად ვაქცინირებული და „კოვიდ 19“-ისგან გამოჯანმრთელებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. იტალია და საფრანგეთი კი მაღაზიების, ღია კაფეებისა და კულტურული ადგილების მუშაობის განახლებას აპირებენ. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ თურქეთს, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 29 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა, 336 პაციენტი გარდაიცვალა.
მოამბე