სკანდალში გახვეული უკრაინელი მოსამართლეები.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კორუფციულ სქემაში მონაწილეობას და ქრთამის აღებას ედავებიან. გამოძიება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აქვეყნებს და ფიგურანტთა სიის გაფართოებას არ გამორიცხავს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, საქმეში ფიგურირებს რადას ყოფილი დეპუტატი, რომლისგანაც რამდენიმე კომპანია წილების დაბრუნებას სასამართლოს გზით ითხოვდა. პირველ ინსტანციას გადაწყვეტილება მომჩივანი კომპანიების სასარგებლოდ ჰქონდა მიღებული, რის შედეგად ყოფილმა დეპუტატმა და ბანკირმა უმაღლეს ინსტანციას მიმართა. თუ გამოძიებას დავეყრდნობით, ყოფილი დეპუტატის სასარგებლო განაჩენის სანაცვლოდ ქრთამის სახით გადახდილი თანხა თავმჯდომარის გარდა უზენაესი სასამართლოს კიდევ რამდენიმე მოსამართლეს უნდა მიეღო.