კორუფციული სკანადალი ევროპარლამენტში

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროდეპუტატევა ევა კაილის მანდატი შეუჩერა. გავრცელებული ინფორმაციით, ევა კაილის, როგორც ვიცე-სპიკერის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება, რობერტა მეცოლამ ბელგიის მთავრობის მიერ წამოწყებული გამოძიების გათვალისწინებით მიიღო. მანამდე, კაილი საბერძნეთში საკუთარი პარტიიდან გარიცხეს. 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.