ექვსი დამატებითი შემთხვევიდან, ვირუსით ინფიცირების ერთი ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.
სულ რეგიონში 111 ნიმუში აიღეს, „კოვიდ 19“-ზე დადებითი მხოლოდ ერთი მათგანი აღმოჩნდა. პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი ოჯახის წევრები კარანტინში უკვე გადაიყვანეს. ინფიცირებული პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.