კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა სამეგრელოში

15:13, 16.05.2020

ექვსი დამატებითი შემთხვევიდან, ვირუსით ინფიცირების ერთი ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

სულ რეგიონში 111 ნიმუში აიღეს, „კოვიდ 19“-ზე დადებითი მხოლოდ ერთი მათგანი აღმოჩნდა.  პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი ოჯახის წევრები კარანტინში უკვე გადაიყვანეს. ინფიცირებული პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

მსგავსი