კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე – ვირუსს ბოლო 24 საათში 58 პაციენტი ემსხვერპლა. ამასთან, გამოვლინდა 4 921 ახალი შემთხვევა. კვლავ მაღალია ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დღიური დადებითი მაჩვენებელი და 9,95 %-ს შეადგენს. ურთულესი ეპიდვითარების პარალელურად, აქტიურად გრძელდება ვაქცინაცია. ერთ დღეში 26 363 ადამიანი აიცრა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თეო ბარბაქაძე განავრცობს თემას.