კორონავირუსით 62 ადამიანი გარდაიცვალა - მძიმე ეპიდვითარება ქვეყანაში
კოვიდ-სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველდღე იზრდება.
დღეს ვირუსთან ბრძოლაში კიდევ 62 ადამიანი დამარცხდა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 5 500-მდე მერყეობს. თუ ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე ინფექციის გავრცელება ამ დინამიკით გაგრძელდება, ექიმები დეკემბერში უმძიმეს სურათს და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას პროგნოზირებენ. მედიკოსები არც საველე ჰოსპიტლების კიდევ ერთხელ ამოქმედების საჭიროებას გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში ლეტალობის ყოველდღიური მაჩვენებელი 100-ს მიუახლოვდება. ცალკე გამოწვევაა რეგულაციების უხეში დარღვევა და არასაკმარისი კონტროლი. პირბადეებს მოსახლეობის მხოლოდ 34% აცრილებს. მილიონ მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელებით და ლეტალობით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.