კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის მეთოდებით ამჯერად Fair Economy დაინტერესდა - ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუ გერმანულ გამოცემაში, ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში და ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგთა შეფასებები
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა შედარებით მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა.
ცხრა ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. თუ ბოლო ერთი თვის სტატისტიკას გადავხედავთ, ყოველდღიურად დაავადებულთა რაოდენობა პრაქტიკულად ხუთს არ ასცდენია. თუმცა დამაიმედებელია ის გარემოება, რომ შიდა გავრცელების ნიშნული მინიმუმამდეა დაყვანილი. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, ეპიდემიოლოგების განმარტებით, ქვეყნის შიგნით დაავადების გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს, რის გამოც ნიღბების ტარება, სოციალური დისტანცირება და ცალკეული შეზღუდვები ჯერ ისევ ძალაში რჩება. მათ შორისაა რიტუალური სუფრები და კულტურული ღონისძიებები დახურულ სივრცეში.