კორონავირუსის შემთხვევების გამო „ოქროს ბირჟა“ დროებით დაიხურა

კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, თბილისში ოქროს ბირჟა დროებით დაიხურა. გეგმური ტესტირებისას 40 ინფიცირებული გამოვლინდა, რის გამოც, ადმინისტრაციამ დროებით ოქროს ბირჟის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე 500-მდე თანამშრომელი მუშაობს, მათგან რამდენიმე ათეულს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, ნაწილს კი გაციების სიმპტომები აქვს.

ოქროს ბირჟა ფუნქციონირებას სავარაუდოდ, პირველი თებერვლიდან განაახლებს.