კორონავირუსის შემთხვევები ბავშვებში

ომიკრონი მცირეწლოვნებშიც უფრო აქტიურად ვრცელდება. ახალი შტამით ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობას მაღალი ტემპერატურა, უმადობა და ზოგადი სისუსტე აღენიშნება. ამასთან, ხშირია თავისა და ყელის ტკივილიც. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმები მშობლებს მოუწოდებენ, დროულად მიმართონ პედიატრს და ჩაუტარონ ბავშვებს ტესტირება. მედიკოსები ამბობენ, რომ მცირეწლოვნების დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება მშობლების აცრაა.