მომატებულია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებში. ციციშვილის სახელობის კლინიკაში თავისუფალი ადგილები ამ დრომდე არის. აქტიურად მიმდინარეობს გაწერა-მიღების პროცესი. რეანიმაციაში მყოფი სამი მძიმე პაციენტიდან, ერთი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსენეს, თუმცა მისი მდგომარეობა საყურადღებოა. მედიკოები მშობლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ვაქცინაციისაკენ.