კორონავირუსის სამკურნალოდ კიდევ ერთი პრეპარატი დაამტკიცა ამერიკის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ. „მერკის“ წარმოების აბები სახელწოდებით „მოლნუპირავირი“ განკუთვნილია ინფექციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის სამკურნალოდ, რისკ ჯგუფებში მყოფი პირებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადების ადრეულ ეტაპზე, პრეპარატის გამოყენება 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ალბათობას. გასულ დღეს, აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, კორონავირუსის სამკურნალოდ ასევე „ფაიზერის“ მიერ წარმოებული სამკურნალო აბები დაამტკიცა, რომელიც გადაუდებელი საჭიროებისთვის გამოიყენება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები