კარანტინის გამოცხადებიდან მეოთხე დღეს მარნეულში კორონავირუსის მხოლოდ ოთხი შემთხვევაა დადასტურებული.
საეჭვო სიმპტომებით ახალგაზრდა ქალის გადაყვანას ელოდებიან მარნეულში მდებარე საავადმყოფოში. 62 წლის ქალის დაინფიცირების წყარო ისევ არ არის დადგენილი, თუმცა, როგორც ხელისუფლება განმარტავს, პირდაპირი კონტაქტები ცნობილია და დაინფიცირების სავარაუდო არეალიც ცნობილია.
კარანტინის გამო დაწესებული შეზღუდვების კონტროლის პარალელურად მარნეულსა და ბოლნისში აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. ადილობრივებს „კოვიდ 19“-თან დაკავშირებულ საფრთხეებზე ინფორმაციას აწვდიან და სოციალური დისტანცირების აუცილებლობაზე მიუთითებენ.