მომატებულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობაც. ციციშვილის სახელობის კლინიკის ექიმების პროგნოზით, „ომიკრონის“ გავრცელება ინფიცირების მაჩვენებლებს კიდევ უფრო გაზრდის, განსაკუთრებით არდადეგების დასრულების შემდეგ.
ეპიდვითარებას სეზონური ვირუსებიც ართულებს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ, რეგულაციების დაცვისა და აცრისკენ მოუწოდებენ. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამ დროისთვის 50 პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციაშია ათი ბავშვი. განსაკუთრებით საყურადღებო რჩება ერთი პაციენტის მდგომარეობა.