კორონავირუსის მაჩვენებლები - ივანე ჩხაიძის შეფასება

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი კორონავირუსის მაჩვენებლების ზრდას არ ელოდება. ივანე ჩხაიძის შეფასებით, კორონავირუსის მატების მაჩვენებელმა ივნისის ბოლო პერიოდთან შედარებით იკლო და სექტემბრის თვისთვის მის კიდევ უფრო შემცირებას ვარაუდობს. ჩხაიძის თქმითვე, ასევე, შემცირებულია ჰოსპიტალიზაციისა და მიმართვიანობის რიცხვი, გარდაცვალების მაჩვენებელი კი მხოლოდ ერთეულ შემთხვევებშია. ივანე ჩხაიძე კორონავურუსით ინფიცირების შემთხვევების შედარებით ზრდას ოქტომბრიდან ელის.