კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა და 11 გამოჯანრთელებული. ასეთია ბოლო 24 საათში ქვეყანაში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირბით არსებული სტატისტიკური მონაცემი.
ერთი ახალი პაციენტი ჰყავს ინფექციურ საავადმყოფოს, რომელიც ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა. თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 34 „კოვიდ“-დადასტურებული პაციენტია მოთავსებული, მათთან მყოფი სამი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურია.