15 ახალი ინფიცირებული ბოლო 24 საათში. საერთო ჯამში „კოვიდ 19“-ის დადასტურებული შემთხვევები 511-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 156 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან ნაწილი ბოლნისისა და თეთრი წყაროს ე.წ. კლასტერები არიან. როგორც ირკვევა, გამოჩნდა ახალი კლასტრიც, რომელიც რამდენიმე პაციენტს აერთიანებს. ინფიცირებულები ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოში მკურნალობენ.
მარიამ სეთურიძე დეტალებით.